Pages

Friday, 15 May 2015

პოეზიის დედოფალი-ანა კალანდაძე


  თორსის საჯარო სკოლის მე-5 კლასში ქართული ენის მასწავლებელმა ი.ლატარიამ, ისტ-ს მასწავლებელმა თ. ლატარიამ და ხელოვნების მასწავლებელმა ნ. ბაძაღუამ დაგეგმეს სასკოლო პროექტი, რომელიც ანა კალანდაძის შემოქმედებას მიეძღვნა. 

პროექტის ფარგლებში გაიმართა შემდგომი აქტივობები: 
1. გაიმართა დოკუმენტური ფილმის ,,ანა კალანდაძე" ჩვენება.
2. მოეწყო პოეტის ლექსების მიხედვით შექმნლი მოსწავლეთა ნახატების გამოფენა.
3. ყველა კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა კონკურსში ,,ვინ უკეთ წაიკითხავს ანა კალანდაძის ლექსს".
4. ისტ-ს მასწავლებელთან ერთად მოსწავლეებმა შექმნეს ელექტრონული წიგნი ,,ანა კალანდაძე", რომელშიც მოხვდა კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების მიერ მხატვრულად წაკითხული ლექსები.
ანა კალანდაძის შემოქმედებისადმი მიძღვნილმა ლიტერატურულმა საღამომ, ,,პოეზიის დედოფალი", დაასრულა პროექტი, რომელმაც ხელი შეუწყო მოსწავლეებში სწავლა სწავლების, მოტივაციის, კრეატიული, თანამშრომლობითი უნარების განვითარებას.